ზუგდიდის მერობისთვის 9 კანდიდატი იბრძოლებს

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის ცხრა კანდიდატია დარეგისტრირებული. ექვსი პარტიული, სამი კიდევ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის სექტემბერში “ქართული ოცნებიდან” 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ პოსტი დატოვა.

2018 წლის ნოემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი