“ზუგდიდი”-ს მთავარ მწვრთნელდ ოთარ გაბელია დაინიშნა

საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდს” ახალი მწვრთნელი ყავს. ოთარ გაბელია ფეხბურთელებს გუნდის დირექტორმა გელა ინალიშვილმა წარუდგინა.

ოთარ გაბელია 1977-1982 და 1985-1989 წლებში, თბილისის “დინამოში” მეკარის პოზიციაზე თამაშობდა. თბილისის” დინამოს” შემადგენლობაში მან 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1979 წელს ოთარ გაბელია საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. ქართველმა ფეხბურთელმა სსრკ ნაკრებში ერთი, ხოლო სსრკ უმაღლეს ლიგაში 300 მატჩი ჩაატრა.

სხვადასხვა პერიოდში, ზუგდიდის “დინამოს, სოხუმის “დინამოს” და ქუთაისის “ტორპედოს” მეკარე იყო. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, წლების მანძილზე, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელებს წვრთნიდა.

ახალმა მწვრთნელმა პირველი ვარჯიში გუნდთან დღეს გამართა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი