ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სამოქალაქო ბიუჯეტის სტანდარტებთან შესაბამისობის სერთიფიკატი გადაეცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სამოქალაქო ბიუჯეტის სტანდარტებთან შესაბამისობის სერთიფიკატი გადაეცა.

საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოს (Solidarity Fund PL in Georgia) ორგანიზებით თბილისში კონფერენცია „აქტიური მოქალაქეები – ძლიერი მუნიციპალიტეტი, სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში“ ჩატარდა.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირება დაიწყო მიმდინარე წელს, რისთვისაც 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი. სამოქალაქო ბიუჯეტისდანერგვა საქართველოში 2015 წლიდან საერთაშორისო სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერით დაიწყო ამჟამად ეს პრაქტიკა სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს და მოიცავს ახალმუნიციპალიტეტებს.


კონფერენციის მთავარმიზანს წარმოადგენდა საქართველოში 2019 წლის სამოქალაქო ბიუჯეტის შედეგების პრეზენტაცია, დისკუსია მისი განვითარების პერსპექტივაზე და მეთოდოლოგიაზე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის ახალმექანიზმებზე.


სამოქალაქო ბიუჯეტი (PB) წარმოადგენს პირდაპირი დემოკრატიის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე მექანიზმს, კერძოდ საზოგადოების მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების განაწილებაში მოსახლეობის ჩართულობის ზრდას.


კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, საერთაშორისოორგანიზაციები, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაცია და საკრებულო, სამოქალაქო საზოგადოებისინსტიტუტები და ექსპერტები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი