ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომლები ხელფასის გაზრდას ითხოვენ

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით კულტურის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს მიმართავენ.

მათი თქმით, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, გაიფიცებიან. თანამშრომლები მუზეუმის შესასვლელთან შეიკრიბნენ დღეს შეიკრიბნენ.

რაც შეეხება დასაქმებულის ხელფასებს, მეთვალყურის ხელფასი 244 ლარია, ექსკურსიამძღოლის 280, ფონდის მცველს 330, დირექტორის მოადგილის ანაზღაურება კი 400 ლარს შეადგენს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი