ზუგდიდის ოქროს ბირჟაზე მომხდარი ძარცვის ამსახველი კადრები [Video]


“Newsportal.ge”-ს ერთ-ერთმა მკითხველმა მიმდინარე წლის 2 მაისს ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე მომხდარი ძარცვის ამსახველი კადრები მიაწოდა, სადაც ასახულია, როგორ ძარცვავს ოქროთი მოვაჭრე ქალბატონს უცნობი მამაკაცი.

შეგახსენებთ, რომ მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 1966 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ოქროს ბირჟიდან 55 460 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა კ.ჭ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თბილისში დააკავეს. ნაძარცვი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი