“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი ტექნიკური მიზეზით შეფერხდა, რის შედეგადაც მგზავრები ზუგდიდში ერთი საათისა 35 წუთის დაგვიანებით ჩავიდნენ.
“საქართველოს რკინიგზა” ბოდიშს უხდის შექმნილი შეფერხების გამო მგზავრებს და ყველას, ვინც ორი დღის ვადაში უწყების ნებისმიერ სალაროში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, გადახდილი თანხის 25 % აუნაზღაურდება.