ზუგდიდის საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსი 13 პირს დაუდასტურდა

26 სექტემბერს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 477 ადამიანი გაიტესტა, მათგან 13 კორონავირუსი დაუდასტურდა.

რეგიონის მასშტაბით, სულ კოვიდინფიცირების 72 შემთხვევაა დაფიქსირებული. ფოთისა და რუხის კლინიკებში 108 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 172 მოქალაქე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი