სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი შუახნის მამაკაცი გვიან ღამით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა არსებობს მომხდარის სხვა ვერსიებიც.
ექიმის ინფორმაციით, დაზარალებულს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. პაციენტი შესაბამისი სამედიცინო პროცედურების შემდეგ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.