ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის, გრიგოლ მიქავას დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. შს-ს ზუგდიდის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ეჭვმიტანილი გია ჭაბიუკიანი გამთენიისას დააკავეს. ბრალდებული ამჟამად, წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული.

შსს-ს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ, მსუბუქად დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ მიქავა 27 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მუხლის არეში დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.

იგივე თემაზე:

http://newsportal.ge/zugdidis-sakrebulos-sparatis-ufrosi-dachres/

კომენტარები

დატოვე კომენტარი