ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი მამუკა წოწერია გახდა.
საკრებულოს წევრებმა მამუკა წოწერია ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით 40-6 წინააღმდეგ აირჩიეს.
საკრებულოში მმართველი გუნდი უმრავლესობითაა წარმოდგენილი, რომელსაც ორგანოში 33 მაჟორიტარი დეპუტატი და პარტიული სიის 9 წევრი ჰყავს.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, არჩეული საკრებულო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი მაჟორიტარით და პროპორციული სიის ოთხით, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ ორი წარმომადგენლითაა დაკომპლექტებული.
მამუკა წოწერიამ 2001 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი.
2016 წლის ნოემბრიდან ამ დრომდე იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელის პირველი მოადგილე. 2014-2016 წლებში, კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი.
2014-2016 წლებში ამავე საკრებულოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრი. ამავე პერიოდში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრი.
2013-2016 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატას ხელმძღვანელობს. არის დამფუძნებელი და დირექტორი შპს ზუგდიდის ეთერზეთების კომპანიის.
2011-2013 წლებში ეკონომიკური მრჩეველი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში. 2004-2008 წლებში მენეჯერ-კონსულტანტი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.
2002-2004 წლებში ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების განყოფილების უფროსი, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურში. 2000-2002 წლებში, ამავე სამსახურში კონკურენციის განვითარების განყოფილების უფროსის მოადგილე, ასევე ეკონომიკისა და სტატისტიკის სექტორის კოორდინატორი.
1998-2000 წლებში მუშაობდა ა.ო. „საზოგადოებრივი პროგრამების ფონდში“. 1996-2001 წლებში მარკეტინგის სპეციალისტად ზუგდიდის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.