ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ყავს. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც 29 დეპუტატი ესრწებოდა, მმართველმა გუნდმა თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატ მაიზერ ნანავას კანდიდატურა დაასახელა, რომელსაც 27-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, როცა ყოფილმა საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა გოგიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის არჩევნებში გაიმარჯვა.