ვლადიმერ პუტინი – “ერთობლივი ძალისხმევით, აშშ-რუსეთის ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანას შევძლებთ”

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. როგორც რუსული მედია იტყობინება, პუტინი დარწმუნებულია, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი როგორც რუსეთის, ისე აშშ-ის ინტერესებში შედის.

ვლადიმერ პუტინი ასევე იმედოვნებს, რომ ის და ტრამპი, ერთობლივი ძალისხმევით, აშშ-რუსეთის ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანას შეძლებენ.

აშშ-ს პრეზიდენტობის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო, ამომრჩევლის კოლეგიის 270 ხმა მოიპოვა, რამაც ტრამპს გამარჯვება მოაპოვებინა და ის აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი გახდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი