ზუგდიდის სკოლების მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს

ზუგდიდის რაიონის სოფლებში დასაქმებულმა მძღოლებმა, რომლებიც სკოლების მოსწავლეების გადაადგილებაზე არიან დასაქმებული, საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, სამი თვის ხელფასი არ აუღიათ და თუ განათლების სამინისტრო პრობლემას არ მოაგვარებს, 27 თებერვლიდან გაფიცვას მოაწყობენ.

„დეკემბრის ხელფასი წინა კომპანიამ უნდა მოგვცეს, რომელიც პირველ სემესტრში იყო ტენდერში გამარჯვებული, ახალი წლიდან კი ახალი ტენდერი გამოცხადდა და შპს „დაკა ჯორჯიამ“ მოიგო, თუმცა ხელფასი არც იანვარში და თებერვალში აგვიღია. თუ ორშაბათამდე არ მოგვარდება პრობლემა, აღარ ვიმუშავებთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ალიკო მინჯორაიამ.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში კი ამბობენ, რომ დეკემბრის თვის დავალიანებაზე პასუხისმგებელი ტენდერში გამარჯვებული წინა კომპანიაა, იანვრის და თებერვლის ხელფასები კი ტექნიკური პრობლემების გამო ვერ გაიცა, რომელიც უახლოეს დღეებში მოგვარდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი