ზუგდიდის ყოფილი მერის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სუს-მა 1 პირი დააკავა

ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ერთი პირი დააკავა, რომელიც ე.წ. “ტყის ძმების” ყოფილი მეთაურის დათო შენგელიას ყოფილი დაცვის უფროსია. ამჟამად ზაზა ხასაია საქმეზე დაკითხული ბოზნესმენის ზურაბ კვირკვიას დაცვის უფროსია.

“მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”, – აცხადებენ სუს-ში, თუმცა სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.

შეგახაენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის ჭაშა გოგიას წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი