ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმატებული ქალბატონები დააჯილდოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით,  ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმატებულ ქალბატონებს ქალთა დღე მიულოცეს, თაიგულები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

30 წარმატებულ ქალბატონს სიმბოლური საჩუქრები,  თაიგული და საოჯახო ტექნიკა, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, მერის პირველ მოადგილესთან გიორგი შენგელიასთან ერთად გადასცა.

წარმატებულ ქალბატონებს შორის იყვნენ მეეზოვე,  მეწარმეები, პედაგოგები, მრავალშვილიანი დედები, ექიმები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ზუგდიდის მუსიკალურ სკოლაში ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლე – ახალგაზრდობის  განვითარების სასახლის მოსწავლეებმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი