ზუგდიდში აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი და შენობა-ნაგებობა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში, ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი