ზუგდიდში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

ზუგდიდში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ზუგდიდიში, ნიკოლაძის ქ. N 3-ში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე ტენდერი გამოცხადდა. მათივე ცნობით, ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი