ზუგდიდში ბერიას ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ახალი ბაღით სარგებლობას აღსაზრდელები მომავალი წლიდან შეძლებენ. მეორე საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ინფორმაცია მოსახლეობას ლაშა გოგიამ, კარდაკარ შეხვედრის დროს მიაწოდა.
,,ბერიას ქუჩაზე დაიწყო მე-2 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 150 ბავშვზეა გათვლილი. ბაღის მშენებლობას მომავალი წლის ოქტომბერში დავასრულებთ. შენობა თანამედროვე სტანდარტების იქნება. ბაღის მშენებლობისთვის 1 167 000 ლარი იხარჯება. ეს ბაღი ავარიული იყო და ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება, თუმცა ეს პრობლემა მალე მოგვარდება. ჩვენ ასევე, სრულ რეაბილიტაცის ვუტარებთ მე-4 საბავშვო ბაღს, რომელიც 200 ბავშვზე იქნება გათვლილი და მისი ბიუჯეტი 620 ათას ლარზე მეტია. ჩვენ უკვე დავასრულეთ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ახალკახათში და ეს პროცესი გაგრძელდება. შემდეგ 4 წელიწადში ჩვენ ავაშენებთ და რეაბილიტაციას ჩავუტარებთ 22 საბავშვო ბაღს,” – განაცხადა ბერიას ქუჩზე გამართულ შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.
ლაშა გოგიამ კარდაკარის პრონციპით შეხვედრები 50-მდე ქუჩაზე გამართა. დღეს, მერობის კანდიდიატმა მოსახლეობასთან შეხვედრები ოდიშის, ბერიას, ზაქარაიას და სართანიას ქუჩებზე გამართა.