ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. 6 წლის ბავშვები საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპნენ. გადარჩა მათი ოჯახის კიდევ ორი წევრი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს მსუბუქი ინტოქსიკაციით.
ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ცეცხლი სანთლიდან გავრცელდა, რადგან ოჯახს დენის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა.
ცეცხლის ლიკვიდირება რამდენიმე სამაშველო ბრიგადამ მოახერხა. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. დედა და მისი ოთხი შვილი აღნიშნულ კორპუსში მდგმურად ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დედა პურის საყიდლად გავიდა, ბავშვები სახლში მარტოები იყვნენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 188-ე მუხლით, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.