ზუგდიდში კიდევ ერთი საცურაო აუზი აშენდება

ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალური განვითარების ფონდს 2 წლის ვადით ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე 13 ათასი კვ.მ. ფართი გადასცა, სადაც უწყება ოლიმპიურ აუზს ააშენებს. გადაწყვეტილებას მხარი ზუგდიდის საკრებულომ დღეს დაუჭირა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აუზის მშენებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყება და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ აუზის მშენებლობაზე ნებართვა ცოტა ხნის წინ მიიღო ბიზნესმენმა ზვიად სიჭინავამაც, რომელიც აუზის მშენებლობას “ბაიას” ბაზაზე გეგმავს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი