რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ბოლო პაციენტიც გამოჯანმრთელდა.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 217 პირის ბიოლოგიური მასალა შემოწმდა 29 ივნისს, მათგან ყველას პასუხი უარყოფითია – მათ შორის 8 პაციენტია, სამედიცინო პერსონალის 65 წარმომადგენელი, შსს-ს 96 თანამშრომელი, 9 მძღოლი, 20 კარანტინში, 21 კი თვითიზოლაციაში მყოფი პირი.
ზუგდიდში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 25 მარტს დაფიქსირდა.