მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
კანდიდატობის მსურველებს ცესკო-სთვის რეგისტრაციის თხოვნით მიმართვა დღეიდან შეუძლიათ.
ცესკო-მ დღეს რვა მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები დანიშნა.
არჩევნები 19 მაისს, საერთო ჯამში რვავე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 26 საარჩევნო უბანზე გაიმართება.
საკრებულოს არჩევნები გაიმართება საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. მერის არჩევნები მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.