ზუგდიდში მოქალაქეებს 4 ახალი ავტობუსი მოემსახურება

ზუგდიდს განახლებული ავტოპარკი აქვს. დღეიდან, მუნიციპალიტეტში, 2019 წელს გამოშვებული ოთხი, ახალი ,,ისუზუს” მარკის ვტობუსი იმუშავესბ. დანარჩენი 11 კი ორი კვირის ვადაში ჩამოვა.

ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით.

ახალი საქალაქო ტრანსორტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ დაათვალიერეს.

ახალ ავტობუსებში გადახდის ელექტრონული სისტემა დამონტაჟდება, ავტობუსები მარშუტებზე დღესვე გავიდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი