ქალაქ ზუგდიდში მოსწავლე-ახალგზარდობის სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა. სასახლის რეაბილიტაციისთვის მთლიანობაში 1 288 090 ლარი დაიხარჯა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო, მთლიანად განახლდა სასახლის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, მოეწყო ახალი სცენა, გათბობის და კონდიცირების სისტემები, შენობა ადაპტირებულია შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
რეაბილიტირებული შენობა დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ გახსნეს.