ჩხოროწყუში 2 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში  2 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღის მშენებლობა ბიუჯეტს ნახევარ მილიონ ლარამდე დაუჯდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის დათო გოგუას განხადებით: ,,დაბა ჩხოროწყუს აქამდე საბავშვო ბაღის შენობა საერთოდ არ ჰქონდა და სკოლამდელი სააღმზრდელო პროცესი  ნაქირავებ შენობაში მიმდინარეობდა, დღეიდან კი 200 აღსაზრდელისთვის თანამედროვე სტანდარტებისა და ინვენტარის საბავშვო ბაღი იფუნქციონირებს”.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი სოფელ ახუთში, შევიდა ფუნქციონირებაში, აქამდე სკოლამდელი აღსაზრდელები ამორტიზირებულ საბავშვო ბაღში სწავლობდნენ. ახუთის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

ახალი ბაღი აღსაზრდელებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს.

ჩხოროწყუს გამგეობის ინფორმაციით, წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სულ 4 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, წლის ბოლომდე კი კიდევ 2 ახალი ბაღის გახსნა იგეგმება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი