ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული ავტობუსები 29 მაისიდან ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. ავტობუსებს დეზინფექცია უკვე ჩაუტარდათ.
პროცესს ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო. სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში პერმამენტულად ჩატარდება.