ზუგდიდში “ნიკორას” მაღაზია დააყაჩაღეს

ცოტა ხნის წინ ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე “ნიკორას” მაღაზია დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში ერთი პირი შეიჭრა, რომელმაც მოლარეს ცივი იარაღის მუქარით თანხა გამოსძალა, თუმცა შემთხვევის ზუტს დეტალებზე არც სამართალდამცველები და არც მაღაზიის თანამშრომლები საუბრობენ.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. როგორც “newsportal.ge”-ს შსს-ში განუმარტეს, საქმე სსკ-ის 179-ე (ყაჩაღობა) მუხლით აღიძრა, დამნაშავის დასაკავებლად კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი