პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ამჟამად, საარჩევნო კამპანიის მონაწილეები, ორულუს, კოკის, კახათის, ორსანტიის, ოირემეს და დიდინეძის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან საარჩევნო შეხვედრა გამართეს, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სამომავლო გეგმები გააცნეს, სააგიტაციო მასალა დაურიგეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან ჩართული. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივებთან 100-ზე მეტი, ინდივიდუალური, გაფართოებული და თემატური შეხვედრები გაიმართება.