ზუგდიდში პროექტის „არაფერი მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები პროექტის – “არაფერი მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე“ ფარგლებში ნარაზენსა და შამადელაში მოსახლეობას შეხვდნენ.

ახალი ინიციატივა, მერიამ მიმდინარე წელს დაიწყო და მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეებთან შეხვედრასა და მათ ინფორმირებას მოქმედ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე.

მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მიერ, სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი მობილური ჯგუფი შეხვედრებს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გამართავს და მოსახლეობას მუნიციპალურ პროგრამებზე მიაწვდის ინფორმაციას, აგრეთვე, მოხდება არსებული პროგრამების მონიტორინგი და საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირება.

პროექტის ინიციატივა მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურს ეკუთვნის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი