ზუგდიდში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მე-15 საბავშვო ბაღი გაქურდეს. სამსახურში დილით მისულ გამგეს ოთახებში ტელევიზორები და მუსიკალური ცენტრი არ დახვდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საბავშვო ბაღის დირექტორი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. საქმეზე აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი