ზუგდიდში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დღეს ზუგდიდში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა.

დეზინფექცია ჩაუტარდა მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებს, ღია სივრცეებსა და სასოფლო ამბულატორიებს.

სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია გაეცნენ.

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო, დღეს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოები და საერთო სივრცეები სპეციალური ხსნარით დამუშავდა, ასევე სპეციალური ხსნარით დამუშავდა მოსაცდელები. ასევე, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა 52 სკოლას, 62 საბავშვო ბაღს და ყველა სახელოვნებო და სპორტულ დაწესებულებას. ყოველდღიურ რეჟიმში სპეციალური ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გვინდა მაქსიმალურად დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ არის გაცემული, კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დავიცვათ რეკომენდაციები“, – აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

სადეზინფექციო სამუშაოები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში დღის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი