ზუგდიდში, საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოების დროს მუშა დაშავდა.
მამაკაცს მცირე ზომის ტრაქტორი დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას წვივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შს სამინისტროში მომხდარზე საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.