ზუგდიდში საკანალიზაციო სამუშაოების დროს ორი მუშა მიწის ქვეშ მოყვა

ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე ინციდენტი მოხდა, საკანალიზაციო ქსელის გათხრისას მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. ადგილზე სამაშველო ბრიგადები გამოიძახეს, რომელთაც ორივე მათგანი თხრილიდან ამოიყვანეს.

მუშები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ გამოკვლევები უტარდებათ. ექიმების განმარტებით, ორივეს მსდგომარეობა სტაბილურია და ისინინ კონტაქტურები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშოს უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი