ზუგდიდში პედაგოგებს ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამა გააცნეს

ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამის წარდგენა სხვადასხვა თემატური ჯგუფებისთვის ცალ-ცალკე მოხდება.

პრეზიდენტობის კანდიდატის პრიორიტეტის გაცნობა ამჯერად, მასწავლებლებისთვის და  საბავშვო ბაღების აღმზრდებელბისთვის მოხდა. სალომე ზურაბიშვილის პრიორიტეტებსა და კანდიდიატის უპირატესობის შესახებ შეკრებილებს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, პოეტმა ლია ნაროუშვილმა და პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზამირა ღადუამ მიმართეს.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან ჩართული. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივებთან 100-ზე მეტი, ინდივიდუალური, გაფართოებული და თემატური შეხვედრები გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი