სალომე ზურაბიშვილი თბილისის მოსახლეობას შეხვდა

დღეს, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისისსხვადასხვა უბანში შეხვედრები გამართა. სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის, კრწანისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბისამომრჩეველს სამომავლო ხედვები გააცნო.

„ხვალ მაქვს კიდევ ერთი სასიამოვნო დღე, თბილისის უბნებს შემოვივლით და ეს იქნება ამ კამპანიის დასასრული, მაგრამ ამ კვირას კიდევ მექნება თემატური შეხვედრები ექიმებთან, სხვადასხვა უმცირესობებთან და ა.შ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი შევძელით და მართლაც, ყველანაირი შეხვედრა, ყოველთვის არის ძალიან დიდი ენერგიის მომცემი“,  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დიდუბეში ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი