ზუგდიდში სამი შვილის დედა ჩამომხრჩვალი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ შამგონაში ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

35 წლის ქალი, 3 მცირეწლოვანი შვილის დედაა, რომელიც საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო. გარდაცვლილი ბოსელში იპოვეს.

გარდაცვლილი ეკა მიქავას მამის თქმით, სავარაუდოდ, მის შვილზე ქმარმა ფიზიკურად იძალადა, რამაც სავარაუდოდ თვითმკვლელობა გადააწყვეტინა.

გარდაცვლილის ძმის, ნუკრი მიქავას თქმით, მის დას სხეულზე დაზიანებები აქვს. ნუკრი მიქავა ვარაუდობს, რომ ის ჯერ სცემეს და შემდეგ ჩამოკიდეს.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ბ. ს. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი