ზუგდიდში, ქალაქის ტერიტორიაზე, ეგრისის, მაცხოვრისკარისა და კოლხეთის ზონების ოთხ უბანზე ფარული კენჭისყრა მიმდინარეობს.
ადგილობრივებს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საპროექტო ინიციატივებისთვის ხმის მიცემა დილის 11:00 საათიდან, საღამოს 19:00 საათამდე შეეძლებათ.
კენჭის ყრის პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეებთან, გიგა ფარულავასთან და კოსტანტინე კაკავასთან ერთად გაეცნო.
,,ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პროცესი, რაც სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა განახორციელა. დღეს ადგილობრივები ოთხ ზონაზე ირჩევენ პროექტებს და საღამოს ხმათა უმრავლესობით ლიდერი პროექტები გამოვლინდება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქ ყველას თანაბარი უფლება აქვს გააკეთოს არჩევანი და შეცვალოს გარემო. მთავარია ვიაქტიუროთ. ერთად ყველაფერი გამოგვივა”. აღნიშნა მერმა გიორგი შენგელიამ.
ცნობისთვის, კენჭისყრა შემდეგ მისამართებზე იმართება: ეგრისის ზონა – ქ. ზუგდიდის N8 საჯარო სკოლის შენობა (პუშკინის ქ. N157). ძიუდოს დარბაზის შენობა (სოხუმის ქ. N2, ტექნოპარკის გვერდით). მაცხოვრისკარის ზონა – ქ. ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის შენობა (დ. აღმაშენებლის N1). კოლხეთის ზონა – ქ. ზუგდიდის N10 საბავშვო ბაღის შენობა (შ. რუსთაველის N177).
ასარჩევი პროექტები ზონების მიხედვით ასე გამოიყურება: ეგრისის ზონა 1.დასასვენებელი სივრცე (პარკი, სკვერი) – ჩიქოვანის ქ. # 40/2; 2. ხეების დარგვა – ყუფუნიას ქუჩა; 3. დასასვენებელი სივრცე (პარკი, სკვერი) – გოროზიას 114; 4. ტაძრამდე მისასვლელი გზა – პუშკინის ქუჩა #157; 5. გადახურული სავარჯიშო ასაზიდი კონსტრუქციები – მ. კოსტავას ქუჩის ბოლო; 6. სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტრენაჟორები საჩრდილობელი ფანჩატურით – ბაგრატიონის და 25 დეკემბრის ქუჩების კვეთა; 7. საბავშვო ბაღის ღობის მოწყობა – 25 დეკემბრის ქუჩა #15; 8. მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობა – ა. წერეთლის ქუჩა #8; 9. ქუჩების ნუმერიზაცია ; 10. მოსაცდელი – პუშკინის ქუჩაზე ტაძრის მიმდებარედ, საჯვაროს უბანი; 11. სკვერის რეაბილიტაცია ბავშვთა გასართობი სივრცით – სოხუმის ქუჩა; 12. საბავშვო მოედნის მოწყობა – ი. ჭავჭავაძის ქუჩა, კორპუსი #16; 13. საკალათბურთო მოედანი – ი. ჭავჭავაძის ქუჩა;
მაცხოვრისკარის ზონა 1. მინი სპორტული სტადიონი – ბერანძის ქ. #11; 2. მინი სპორტული მოედანი – პავლე ინგოროყვას ქუჩა; 3. მინი სპორტული სტადიონი – ლომონოსოვის ქუჩის მიმდებარედ; 4. მინი სპორტული მოედანი – ლომთათიძის ქუჩის #1 შესახვევის მიმდებარედ; 5. მინი სტადიონის მოწყობა – კეკელიძისა და ჩიქობავას ქუჩის კვეთა;
კოლხეთის ზონა 1. პიერ კობახიძისა და თაყაიშვილის ქუჩების ნუმერიზაცია და სამღებრო სამუშაოები – პიერ კობახიძისა და თაყაიშვილის ქუჩები; 2. სანიაღვრე არხი – ალ. ჭავჭავაძის ქუჩა; 3. მცირე ფიტნეს მოედანი – გაბაშვილის ქუჩა; 4. სპორტულ-გასართობი მოედანი – მოსაშვილის ქუჩა.
მერიის ინფორმაციით, 2020 წლიდან ქალაქის მაცხოვრებლები თავიანთი შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეძლებენ დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. ქალაქის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულს გამოეყოფა 200 000 – 200 000 ლარი. ეს თანხა გაიხარჯება მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს დავით გახარიას ეკუთვნის. პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით ხორცილედება.