ზუგდიდში „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამას გაეცნენ

დღეს, ზუგდიდში, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო.

სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს 2016 წლის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მათი განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2015 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, დაფინანსება 200 000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 600 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო აღნიშნული პროგრამის განხორციელებას კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განაგრძობს.

შეხვედრას ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი