ზუგდიდში სახლი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.

მისამართზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები.

უწყების ცნობით, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის დროული ლოკალიზება მოახერხეს.

ამ დროისთვის, ადგილზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი