ზუგდიდში ტექნოინოვაციების პარკი მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიხსნება, ამის შესახებ დღეს ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა.
შეხვედრაზე მყოფმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა კი შეკრებილებს განუცხადა, რომ ზუგდიდში მდებარე პრეზიდენტის სასახლე უკვე გადმოეცა ტექნოპარკს და იქ უახლოეს მომავალში თანამედროვე სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე გაიხსნება.
ცნობისთვის, გუშინ და დღეს ზუგდიდში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ USAID-ის პროექტ ZRDA- ს ფარგლებში „ინოვაციის დღეები“ მოეწო.