ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს. პირველი პრეზიდენტის ბიუსტთან დილიდან ადგილობრივები იკრიბებიან.

მხარის რწმუნებულის შეფასებით, 31 მარტი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია.

„1991 წელს ქართველმა ხალხმა ოს და აფხაზ ძმებთან ერთად ხმა მისცა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. რეფერენდუმს სათავეში ჩაუდგა პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. რამოდენიმე დღის წინ, საქართველომ ასევე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა და ქართველებმა გზა გავიკვალეთ ევროპისკენ. დღეს, რომ ჩვენი ქვეყანა თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ამაში დიდი წვლილი საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის“, – განაცხადა გუბერნატორმა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელებმა დღესვე გვირგვინით შეამკეს ზვიად გამსახურდიას ბიუსტი, სოფელ დარჩელში, რომელიც 2 წლის წინ გაიხსნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი