ზუგდიდში ვალის გამო არასრულწლოვანი გაიტაცეს

ზუგდიდში ცოლ-ქმარმა არასრულწლოვანი გაიტაცა.  გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებული ბავშვის ოჯახს გამტაცებლების ვალი მართებდა, დანაშაულს კი სწორედ, ეს ფაქტი უძღოდა წინ.

მოზარდის გატაცებაში ბრალდებული ცოლ-ქმარი პოლიციამ გუშინ ღამით დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 144 მუხლით დაიწყო, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და 9-და 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი