სალომე ზურაბიშვილი ხელფასზე უარს ამბობს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ხელფასზე უარს ამბობს და მას ახალ ფონდში ჩარიცხავს. ზურაბიშვილის განცხადებით, მის საყოფაცხოვრებო ხარჯებს სრულად ყოფნის საფრანგეთში დანიშნული პენსია, რის გამოც ის პრეზიდენტის ხელფასზე უარს ამბობს.

“ახალ ვითარებაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმებულია. ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობა აუცილებელია, პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების. ამიტომ გადაწყვიტე, მოვძებნოთ ფორმა, რომ ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც მე პირველ რიგში გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. იმედი მაქვს, სხვებიც გამომყვებიან. მე უკვე ვღებულობ დაგროვებით პენსიას საფრანგეთში, ამიტომ შემიძლია პრეზიდენტის სარგო მოვახმარო ამ საქმეებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 900 ლარს შეადგენს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი