ზურაბ ჭიაბერაშვილი “ევროპულ საქართველოს” ტოვებს

“ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტიას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, დროა, მან გზა დაუთმოს მომავალ თაობას.

„აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკანდახევით), გზა დავუთმოთ მომავალ თაობას. ჩემს გარშემო უამრავ ახალგაზრდას ვხედავ, რომელსაც მე ვანდობდი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებას. გამოცდილება, რაც საჯარო სამსახურში 17-წლიანი მუშაობით დამიგროვდა, ეკუთვნის იმ ქვეყანას, რომლის სამსახური ჩემთვის პატივია. სოციალური მედია იძლევა იმის საშუალებას, რომ პერიოდულად ჩემი აზრი დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნო. წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას”, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი