აბაშაში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა

აბაშის ცენტრში ლიანდაგის გადასასვლელზე მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და კლინიკაში გადაყვანა არ გახდა საჭირო.

ადგილობრივების თქმით, გადასასვლელზე შლაგბაუმი არ არის. ავტომობილის მძღოლს ძრავი ლიანდაგზე გადასვლის დროს ჩაუქრა. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი