ანაკლიაში გვიან ღამით მდინარე ენგურზე წყლის მატების გამო კალაპოტის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს

უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეების შენაკადებმა მდინარე ენგურზე წყლის მატება გამოიწვია, რის გამოც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, 15-მდე ოჯახს საკარმიდამო ნაკვეთი და ეზოები  დაეტბორა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  ადგილზე დროულად მობილიზდა სპეციალური ტექნიკა და კალაპოტის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახური.

არსებულ ვითარებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია,   მერის მოადგილე გიგა ფარულავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი