გიორგი შენგელიამ და კონსტანტინე კაკავამ ლიეტუვის ელჩს ანდრიუს კალინდრას მერიაში უმასპინძლეს

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ორი ქვეყნის ისტორიულ – კულტურულ და ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო პანდემიით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებს.  

მხარეები შეხვედრის ბოლოს სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. 

ცნობისთვის, ლიეტუვის რესპუბლიკის, ქალაქ იონავას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის დამეგობრებას საფუძველი ქალაქ იონავაში საერთო-სახალხო დღესასწაულზე, 2013 წელს ჩაეყარა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი