ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერები გამოცხადდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რამდენიმე გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.

გზების სამშენებლო სამუშაოები ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდება და 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. 

გზები რეაბილიტირდება:

Ø  ერგეტაში – ერგეტას ცენტრიდან ბუის გავლით დიდგვიმარას უბნამდე.

Ø  ნარაზენში – საკალანდიოს უბანში.

Ø  ჯიხაშკარში – სობოგასა და საშენგელიოს უბანში. 

Ø  ნაწულუკუში – ცენტრალური გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი საავტომობილო გზა. 

Ø  განმუხურში – ი.ჭავჭავაძის, ცოტნე დადიანის და კ.გამსახურდიას ქუჩები (ჭავჭავაძის ქუჩა).

Ø  შამგონაში – ნაფატუს უბანში. 

Ø  ზუგდიდში-თაბუკაშვილის ქუჩიდან დევნილების მრავალსართულიან დასახლებამდე მონავეთის და ამ მონაკვეთიდან შ. ქირიას ქუჩის გადაკვეთამდე, ც. დადიანის ქუჩის I შესახვევი (იონა მეუნარგიას ქუჩიდან თეატრის ქუჩის პირველ შესახვევამდე), თეატრის ქუჩის I შესახვევი (ც. დადიანის ქუჩის კვეთამდე), ც. დადიანის ქუჩის (ც. დადიანის I შესახვევიდან თეატრის ქუჩის კვეთამდე, წრიულამდე), ლაზის ქუჩის (რუსთაველის ქუჩიდან ც. დადიანის ქუჩის I შესახვევამდე) და თეატრის ქუჩის ჩიხის მონაკვეთები, ხერგიანის ქუჩა ჩიხით, გრიბოედოვის ქუჩა და დ.თავდადებულის ჩიხი .

Ø  გზა რეაბილიტირდება 8 მარტის, კუბის, ქორთუას, ჟორდანიას ქუჩის და მასთან დაკავშირებულ ჩიხში. 

Ø  მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში- ფირცხელავას ქუჩაზე საავტომობილო გზა.

ბოლო წლების განმავლობაში, ზუგდიდში 120 ქუჩაზე მეტი რეაბილიტირდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი