კალა-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

ჩატარებული განწმენდითი სამუშაოების შედეგად, კალა-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი)მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის, კმ150-კმ186 (მულახი-უშგული)მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ150 (ზუგდიდი-მულახი)მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი