„ლოქდაუნი“ არ იქნება გამართლებული“ – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ ეპიდემიის მართვის სხვა გზა აირჩია დაქვეყნის ჩაკეტვას ან მორიგ “ლოქდაუნს” არ აპირებს. 

„ბევრი საუბარი მიდის ბოლო დროს, ხომ არ მოხდება ჩაკეტვა და ა.შ. ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა – ეს არის მართვის სხვა გზა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტიანად ვმართოთ ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც “ლოქდაუნი”, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, პირიქით, ეს დააზიანებს ეკონომიკას.

ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი ვალის სახით, რაც შემდეგ ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი გახდება. მეგობრებო და ძვირფასო მოქალაქეებო, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც არის უსაფრთხო. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი